ანტიქართული ქმედებები, რომელსაც ივანიშვილი თავის პოლიტიკოსებთან ერთად აწარმოებს, ეს ყველაფერი იქნება დასჯადი - ხაზარაძე

24.06.24 15:16
ანტიქართული ქმედებები, რომელსაც ივანიშვილი თავის პოლიტიკოსებთან ერთად აწარმოებს, ეს ყველაფერი იქნება დასჯადი - ხაზარაძე

"ანტიქართული ქმედებები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავის პოლიტიკოსებთან ერთად აწარმოებს ამ ქვეყანაში, რომ დაგვაბრუნოს რუსულ ჭაობში, ეს ყველაფერი იქნება დასჯადი, ცივილური ფორმებით," - ამ განცხადებას "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს და ლუქსემბურგში საგარეო მინისტრების შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს.

ანტიქართული ქმედებები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი თავის პოლიტიკოსებთან ერთად აწარმოებს ამ ქვეყანაში, რომ დაგვაბრუნოს რუსულ ჭაობში, ეს ყველაფერი იქნება დასჯადი, ცივილური ფორმებით, მაგრამ ამ შემთხვევაში არ უნდა დაიჩაგროს ქართველი ხალხი, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვიყოთ ცივილური, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს ნაწილი. გეუბნებიან, რომ ამ კანონით ვერ გახდებით ჩვენი ევროპული კავშირის წევრი,“ - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები