სხვადასხვა მექანიზმებზე მსჯელობს ევროკომისია, მათ შორის, სანქციებზე, ევროინტეგრაციის გაყინვაზე, რაც კატასტროფული შედეგია - დეკანოიძე
"სხვადასხვა მექანიზმებზე მსჯელობს ევროკომისია - ეს არის მათ შორის, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები, ეს არის ასევე, ევროინტეგრაციის გაყინვა, რაც კატასტროფული შედეგია საქართველოსთვის და ეს არის სხვადასხვა მიმართულებით დასანქცირება ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლების," - ამ განცხადებას ხატია დეკანოიძე აკეთებს.
დეპუტატი ლუქსემბურში საგარეო მინისტრების შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ საკმაოდ მძიმე წინადადებებზე მსჯელობენ საქართველოსთან დაკავშირებით.
სხვადასხვა მექანიზმებზე მსჯელობს ევროკომისია - ეს არის მათ შორის, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები, ეს არის ასევე, ევროინტეგრაციის გაყინვა, რაც კატასტროფული შედეგია საქართველოსთვის და ეს არის სხვადასხვა მიმართულებით დასანქცირება ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლების. ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ქართული ოცნების, ივანიშვილის, კობახიძის პასუხისმგებლობაა და ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობაა ეს მდგომარეობა ქვეყანაში ევროინტეგრაციის კუთხით, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.