ხაზარაძის პარტია რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს - "ლელომ" ხაშურში ახალი ოფისი გახსნა

24.06.24 15:29
 ხაზარაძის პარტია რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს - "ლელომ" ხაშურში ახალი ოფისი გახსნა

გადამწყვეტი არჩევნების წინ მამუკა ხაზარაძის პარტია რეგიონულ ცენტრებს აძლიერებს. 
"ლელომ" ახალი ოფისი დღეს ხაშურში გახსნა. შიდა ქართლში ჩასულები იყვნენ პარტიის ლიდერები. მამუკა ხაზარაძემ დაასახელა ის ადამიანიც, ვინც ამ ქალაქში ოპოზიციის ოფისის მართვას ჩაიბარებს. 

დღეს ჩვენ ხაშურში ვხსნით “ლელოს” რეგიონალურ ოფისს. ყველგან ადამიანები ითხოვენ ცვლილებას და ჩემი ამოცანაა, ჩემი თანაგუნდელების ამოცანაა, რომ ეს რეალურად, გადავთარგმნოთ ოქტომბრის არჩევნებში. “ლელო” არის სწორედ ის ძალა, რომელიც ემსახურება და მოემსახურება ქართველ ხალხს და მომსახურება და მსახურება ქართველი ხალხის ნიშნავს ქართული კანონების მიღებას, ქართული კნაონები კი ნიშნავს 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, რომელიც გააქრო “ქართულმა ოცნებამ”. ეს ნიშნავს 1000 ლარიან პენსიას, ეს ნიშნავს სტუდენტებისთის ანაზღაურებად სტაჟს და პირველ სამსახურს, - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები