საქართველოსთან მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ დავსაჯოთ ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ მთავრობამ მიიღოს გზავნილი - ბრაჟე
"საქართველოსთან დაკავშირებით მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ დავსაჯოთ ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და საქართველოს ევროპულ მომავალს დაბრკოლებას უქმნის, გზავნილი მიიღოს," - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე საუბრობს.
ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე, ბრაჟე აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ხელს უშლის მთავრობა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება, ლატვიის საგარეო მინისტრის შეფასებით, არ ასრულებს კანდიდატის სტატუსის პირობებს.
საქართველოსთან დაკავშირებით მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ დავსაჯოთ ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და საქართველოს ევროპულ მომავალს დაბრკოლებას უქმნის, გზავნილი მიიღოს. ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს მთავრობა კი ამ პროცესს ხელს უშლის. კანდიდატის სტატუსი ამ ქვეყანას მიეცა წინასწარ, გარკვეული წინაპირობებით, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ამ პირობებს," - ამბობს ბაიბა ბრაჟე.