"ლურჯი ეცვა, ბლანჟე ჰქონდა" - რას ჰყვება მოქალაქე, რომელმაც ავტობუსში მყოფი პირი პროფესორ გახელაძეს მიამსგავსა

24.06.24 15:42
"ლურჯი ეცვა, ბლანჟე ჰქონდა" - რას ჰყვება მოქალაქე, რომელმაც ავტობუსში მყოფი პირი პროფესორ გახელაძეს მიამსგავსა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ გადის დაკარგული პროფესორის კვალზე. მთელი დღეა პოლიციაში შეტყობინებები სხვადასხვა ლოკაციიდან შედის.

მოქაალაქეები ამტკიცებენ, რომ გიორგი გახელაძის აღნაგობის მამაკაცი შეხვდათ, ერთ-ერთია სოფელი ნასაგური. გახელაძის მეუღლეს შეატყობინეს, რომ გაუჩინარებული პროფესორი ავტობუსის გაჩერებაზე შენიშნეს. 

ძალიან დაბნეული ჩანდაო და მკითხა, რომ სად ვარო, აქ რა მინდა, ასეთი შეკითხვები აქვს დასმული. როგორც აღწერს, ეხურა ხაკისფერი კეპი, ამ ნიშანმა, ძალიან ნიშანდობლივად მეჩვენა და ძალიან ჰგავსო ამ კაცსო, წამოვედით, აქ ვართ, ამ ადგილას და არ ვიცი, ეს გზა, როგორც თქვეს, გადადის ლილოში, იყო დაბნეული, ამ გზაზე მოძრაობდაო, ხელმოსაჭიდი მომეცა თითქოს, ავტობუსებიდანაც ალბათ, კამერებს ამოიღებენ, ხომ არ იმგზავრა აქამდე ავტობუსით, უცნაური ამბავია, აქ როგორ მოხვდა,“ - ამბობს გახელაძის მეუღლე.

გახელაძის მეუღლეს მოქალაქეები უკავშირდებიან და აწვდიან ინფორმაციას, სად და როდის დაინახეს პროფესორის მსგავსი აღნაგობის მამაკაცი.

სავარაუდოდ, არის ეგ პიროვნება, ლურჯი ფერები ეცვა, ავტობუსში ვნახე, მე ქვემოდან ვუყურებდი, ის იდგა და წამიერად შევამჩნიე, მივამსგავსე ულვაში ჰქონდა, ბლანჟე ჰქონდა, მაგრამ მოუწესრიგებელი პირისახე ჰქონდა და ჩცმულობით, რაც დაიდო, ლურჯი ფერის იმით, სავარაუდოდ, ეგ არის, ავტობუსის ნომერიც არის, კამერებით შეიძლება მისი ნახვა და გადამოწმება," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები