გადაწყვეტილება მიღებულია - მელია მერობის, ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მელიამ მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დაასახელა. გირჩი - მეტი თავისუფლება ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება.
"თბილისის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა და საქართველოს გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა"- აცხადებს მელია.