თავს დამესხნენ უკნიდან მოპარვით, ჩამარტყეს რამდენიმე ხელკეტი - გაფრინდაშვილი თავდასხმაზე

24.06.24 17:07
თავს დამესხნენ უკნიდან მოპარვით, ჩამარტყეს რამდენიმე ხელკეტი - გაფრინდაშვილი თავდასხმაზე

"თავს დამესხნენ უკნიდან მოპარვით, ჩამარტყეს რამდენიმე ხელკეტი, მერე გაგრძელდა რამდენიმე წუთი ეს დაპირისპირება და შემდეგ გაიქცნენ თავდამსხმელები," - სამოქალაქო აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილი მასზე თავდასმის შემთხვევას "პირველებთან" იხსენებს.

როგორც გაფრინდაშვილი ყვება, მას სახლთან დაესხნენ თავს, უკნიდან მიეპარნენ და ხელკეტებით გაუსწორდნენ. გაფრინდაშვილ ტვინის შერყევა აქვს მიღებული. 

გაფრინდაშვილი მასზე ანგარიშსწორებას "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ დაანონსებულ საპროტესტო აქციას უკავშირებს. აქტივისტი თვლის, რომ ანგარიშსწორება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

სახლში ვბრუნდებოდი, საღამო იყო, 7-დან 8-ის ნახევრამდე ამ პერიოდში და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თავს დამესხნენ უკნიდან მოპარვით, ჩამარტყეს რამდენიმე ხელკეტი, მერე გაგრძელდა რამდენიმე წუთი ეს დაპირისპირება და შემდეგ გაიქცნენ თავდამსხმელები.
დაჟეჟილობა მაქვს, თავში მომხვდა მძიმე საგანი, მქონდა თავბრუსხვევა, მსუბუქი ტვინის შერყევის სიმპტომები მქონდა.
არის ეჭვი, რომ დავუშვათ, თვითონ ეს მიმდინარე პროცესები არის მართული ალბათ, ზემდგომი ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც არ ჩანან,“ - ამბობს დაშავებული აქტივისტი.

მსგავსი სიახლეები