"ოცნებამ" დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა - რას წერს კორტნი, რომელიც ივანიშვილს ჩრდილოვან მილიარდერად მოიხსენიებს
"ქართულმა ოცნებამ" დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი X-ზე წერს.
კორტნი ბიძინა ივანიშვილს ჩრდილოვან მილიარდერად მოიხსენიებს და წერს, რომ "დასავლეთს შეუძლია დაეხმაროს მათ სანქციებით, ვინც ქართველების თავისუფლების გატაცებას ცდილობს".
"ქართულმა ოცნებამ" დემოკრატიული ნიღაბი მოიხსნა, მაგრამ ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას. ავტორიტარული მმართველობის ამჟამინდელი ტალღა ქართველების ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს არ უარყოფს. ეს არც დასავლეთს დააბრკოლებს ამ ამბიციების მხარდაჭერაში", - წერს კორტნი.