ენმ თბილისის არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს

23.07.21 21:30
ენმ თბილისის არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის არცერთ რაიონში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებენ. 

ჩვენი პარტია თბილისში არსად, არცერთ რაიონში, არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს- განაცხადა მელიამ.