"ოცნების" მცდელობა, საქართველოს შესახებ დებატები არ გამართულიყო, ევროსაბჭომ დაბლოკა

24.06.24 20:56
"ოცნების" მცდელობა, საქართველოს შესახებ დებატები არ გამართულიყო, ევროსაბჭომ დაბლოკა

 

 

"ოცნების" ინიციატივა ევროსაბჭომ დაბლოკა. ოლიგარქის გუნდის მცდელობა, არ გამართულიყო საქართველოს შესახებ დებატები, უშედეგო აღმოჩნდა. ვერანარი არგუმენტით "ოცნების" დეპუტატებმა ვერ შეძლეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობის დარწმუნება. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატი მიქანაძე მთელი სიტყვით გამოსვლის დროს ითხოვდა, რომ დებატები გაუქმებულიყო, პასუხად "არა" მიიღო.

არადა, საკითხის დაბლოკისთვის "ოცნებამ" თადარიგი წინასწარ დაიჭირა. ოლიგარქის რეჟიმი, რომლის რეპუტაცია პარტნიორების თვალში გაცამტვერებულია, ახლა ცდილობს, დასავლეთის უმწვავესი კრიტიკა  როგორმე შეაჩეროს, მაგრამ არ გამოსდის. საქართველო ევროპის პოლიტიკური დღის წესრიგის პირველი საკითხი გახდა და გადაწყვეტილებაც მიღებულია. 27 ივნისს ევროსაბჭოში დებატები სწორედ ჩვენი ქვეყნის შესახებ გაიხსნება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.