ზურაბიშვილის მიმართვა ელჩებს - "ოცნებამ" პრეზიდენტზე საყოველთაო იერიში გამოაცხადა

24.06.24 20:57
ზურაბიშვილის მიმართვა ელჩებს - "ოცნებამ" პრეზიდენტზე საყოველთაო იერიში გამოაცხადა

 

 

შიშით მოცული "ოცნება" - პრეზიდენტზე საყოველთაო იერიშია გამოცხადებული. სალომე ზურაბიშვილის მიმართვამ დიპლომატებისადმი, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო. ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, საქართველოს საელჩოებში პროტესტმა დომინოს ეფექტი არ მიიღოს. ოლიგარქის გუნდში ნერვიულობენ და ამის მიზეზიც აქვთ. ირაკლი კოპლატაძე უკვე მეორე ელჩია, რომელმაც რუსული კანონის მიღების გამო თანამდებობა დატოვა. 

ამ მიმართვის გამო ქვეყნის მთავასარდალი ლამის ქვეყნის მტრად გამოაცხადეს. დადანაშაულეს სახელმწიფოს ღია საბოტაჟში და კიდევ ერთხელ შეახსენეს, ვისი დამსახურებით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.  "ოცნებაში" ვარაუდობენ, რომ დიპლმატიურ სამსახურს და საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ პოლიტიკას სხვა ელჩებიც გაემიჯნებიან, ამიტომ მძიმე პროცესების მთავარ შემოქმედად ზურაბიშვილი გამოაცხადეს და დესტაბილიზაციიის შემქნელად შერაცხეს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.