EU-ს კარი საქართველოსთვის შესაძლოა, დაიხუროს - რა შედეგით დასრულდა ლუქსმებრუგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა?

24.06.24 20:08
EU-ს კარი საქართველოსთვის შესაძლოა, დაიხუროს - რა შედეგით დასრულდა ლუქსმებრუგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა?

 

 

ამ წუთებში ყურადღების ცენტრშია ლუქსემბურგი, სადაც ჯოზეფ ბორელის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა უნდა თქვას, რა შედეგით დასრულდა საგარეო საქმეთა მინისტრების მსჯელობა საქართველოზე. პროგნოზი მძიმეა. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის შესაძლოა, დაიხუროს,  ქვეყანა ისტორიულ შანსს კარგავს, შედეგები კი გამოუსწორებელი იქნება. 

ივანიშვილის რუსული თამაშების გამო მძიმე ფასის გადახდა შესაძლოა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწიოს. მინისტრებს მაგიდაზე ედოთ დოკუმენტი, სადაც ბრუსელის საპასუხო ნაბიჯები იყო გაწერილი. მათ შორის, "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება,  ქვეყნისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტა და "ოცნების" ლიდერებთან პოლიტიკური კონტაქტების გაწყვეტაც. საბოლოო გადაწყვეტილება სამ დღეში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გამოცხადდება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.