საქართველოსთან დაკავშირებით ლუქსემბურგში საგარეო მინისტრების შეხვედრა დასრულდა
საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობა დასრულდა - ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ ზომებზე მსჯელობდნენ.
როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, ორმა ქვეყანამ - სლოვაკეთმა და უნგრეთმა დათქმები წარადგინეს.
გახსოვდეთ, რომ პირველადი ზომები, როგორიცაა ევროკავშირის დაფინანსების შეჩერება და ორმხრივი შეხვედრების შეწყვეტა, არ საჭიროებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვნებას," - წერს იოზვიაკი.