შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელმძღვანელობასთან და გავყინავთ მთავრობის ფინანსურ მხარდაჭერას - ბორელი

24.06.24 20:47
შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელმძღვანელობასთან და გავყინავთ მთავრობის ფინანსურ მხარდაჭერას - ბორელი

ჩვენ შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელმძღვანელობასთან, ჩვენ ასევე გავყინავთ ფინანსურ მხარდაჭერას მთავრობისადმი, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ვითარება გაუარესდება, ევროკავშირი დამატებით ზომებსაც მიმართავს.

ამასთან, მაღალჩინოსანი ხაზს უსვამს, რომ გაერთიანება ბოლომდე მხარს უჭერს და გვერდში უდგას ქართველ ხალხს, რომელიც ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. 

ჩვენ შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელმძღვანელობასთან, ჩვენ ასევე გავყინავთ ფინანსურ მხარდაჭერას მთავრობისადმი და ევროპული საკრეიტო დაფინანსების ხაზებსაც გადავხედავთ. ეს მოხდება დაუყოვნებლივ. ჩვენ დავაკვირდებით სიტუაციას და მივიღებთ დამატებით ზომებს ვითარების გაუარესების შემთხვევაში.
მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გვერდშ ვდგავართ. მათი უდიესი უმრავლესობის არჩევანის მხარდაჭერას ვაცხადებთ, რომელიც ხედავს საქართველოს მომავალს ევროკავშირში, - განაცხადა ბორელმა.