"გირჩი - მეტი თავისუფლება" ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას მხარს დაუჭერს

23.07.21 21:43
"გირჩი - მეტი თავისუფლება" ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას მხარს დაუჭერს

გირჩი - მეტი თავისუფლება თვითმმართველობის არჩევნებში ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურებს დაუჭერს მხარს.  

ასევე მჯერა რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტი. ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი. ეს მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება როდესაც მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და დადგება მომავალი კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირების საკითხი. ამას ელოდება როგორც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე ამას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

2 ოქტომბრისთვის, ყველგან, მთელს საქართველოში, ყველა მუნიციპალიტეტში, გირჩი - მეტი თავისუფლება ეცდება ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები. გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ჩვენ გვექნება პარტიული სია მაგრამ არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელია/ელენე ხოშტარიას.

ამავე დროს, თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც იმედი გვაქვს მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდან", - წერს პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. 

ოპოზიციამ თბილისში მერობის საერთო კანდიდატად ნიკა მელია წარადგინა, საკრებულოს თავმჯდომარედ კი - ელენე ხოშტარია.