რახან ცოტნე ივანიშვილი ქოცების იმპერატორის უფლისწულია ამიტომ მოსულა? გაგვცეს პასუხი ფეხბურთის ფედერაციამ - ელისაშვილი

24.06.24 23:43
რახან ცოტნე ივანიშვილი ქოცების იმპერატორის უფლისწულია ამიტომ მოსულა? გაგვცეს პასუხი ფეხბურთის ფედერაციამ -  ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან განმარტებებს ითხოვს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ცოტნე ივანიშვილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ქართველი ოლიგარქის შვილი ნაკრების მატჩისწინა შეხვედრაზე იმყოფება.

ალეკო ელისაშვილი ფეხბურთის ფედერაციისგან ითხოვს პასუხებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიღო მონაწილეობა ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა დახურულ ღონისძიებაზე, სადაც როგორც წესი, მხოლოდ ნაკრების წარმომადგენლები დაიშვებიან, ხოლო უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.

ფეხბურთის ფედერაციამ გაგვცეს პასუხი - შუაში რომ ბიძინას ბიჭი დგას, რა უნდოდა უპრინციპულესი მატჩის წინ, ან საერთოდაც შეკრებაზე მყოფი ნაკრების მოთამაშეებთან ვიღაც უცხო პირს რა ესაქმება? ნებისმიერს შეუძლია ასე მიადგეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, გამოიყვანოს და ფოტოები გადაიღოს თუ ეს რახან ქოცების იმპერატორის უფლისწულია ამიტომ მოსულა? რამზან კადიროვის ამაზრზენ გზას ადგახართ აშკარად. ახსენით ეს ამბავი ფედერაციის ხელმძღვანელობამ!". - ვკითხულობთ განცხადებაში.