ევროპული საქართველო მელიასა და ხოშტარიას კანდიდატურებს მხარს უჭერს

23.07.21 22:19
ევროპული საქართველო მელიასა და ხოშტარიას კანდიდატურებს მხარს უჭერს

ევროპული საქართველო თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატ  ელენე ხოშტარიას მხარს უჭერს.

ერთ მხარეს არის ძალადობა, სიძულვილი, ზიზღი, პუტინის თაყვანისცემა, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და მეორე მხარეს არის ჩვენი ისტორიული მისიის შესრულება, ქვეყანა, სადაც ყველას უნდა, რომ ერთმანეთის  თავისუფლებას პატივი სცეს. ამიტომ, ევროპული საქართველო უკვე დიდი ხანია, წინა არჩევნებამდეც და ახლაც ვიყავით და ვართ ინიციატორები, რომ ამ ქვეყნისთვის უაღრესად საშიშ ვითარებაში ერთმანეთისგან ძალიან განსხვევბულმა ძალებმა, ისეთებმა, რომლებიც ნორმალურ პირობებში მწვავე ოპონენტები უნდა ვიყოთ განსხვავებული ხედვების გამო, ვალდებული ვართ, ვითანამშრომლოთ და ამ კოორდინაციის მაგალითი იქნება და ახლა უკვე შემიძლია, ვთქვა, ნამდვილად, რომ იქნება გზავნილი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის, რომ დემოკრატიული ოპოზიცია სერიოზულად უდგება ამ პასუხისმგებლობას, რაც ჩვენ ყველას გვაქვს და სწორედ ამიტომ ახერხებს თანამშრომლობას და კოორდინირებას.  ამ კონსულტაციების ერთი ეტაპი არის დასრულებული და ეს ეხება თბილისის თვითმმართველობას, სადაც ნიკა მელია, როგორც თბილისის მერი და ელენე ხოშტარია, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და შემდეგ უკვე მაჟორიტარებზე შეჯერებული კანდიდატები იქნებიან ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის მქონე. იმედი მაქვს, რომ სხვებიც შემოგვიერთდებიან"- განაცხადა უგულავამ. 

მელია და ხოშტარია ოპოზიციური პარტიების ნაწილის ერთიანი კანდიდატები იქნებიან.