ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი განაცხადია ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად - ბოკუჩავა
ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი განაცხადია ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ეს მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და ქვეყნი ევროინტეგრაციის კურსზე დასაბრუნებლად.
ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს დასაბრუნებლად სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.