ჰყავს თუ არა ივანიშვილს ქართველი ხალხი "მძევლად აყვანილი?" - "ოცნების" დეპუტატის პასუხი

25.06.24 11:14
ჰყავს თუ არა ივანიშვილს ქართველი ხალხი "მძევლად აყვანილი?" - "ოცნების" დეპუტატის პასუხი

ჰყავს თუ არა ივანიშვილს ქართველი ხალხი "მძევლად აყვანილი?" - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაზე "ოცნების" დეპუტატი სავალან მირზოევი ამბობს, რომ ეს "ჯონ ბასს უნდა ვკითხოთ".

ჩემი აზრით არა, ეგ ჯონ ბასს ჰკითხეთ. მაგას შეიძლება ჰქონდეს ეს მოსაზრება. ხელისუფლების ცვლილებას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და არა ჯონ ბასი" - განაცხადა სავალან მირზოევმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ბასმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ქართველი ერის მისწრაფებები "ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია".