ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი და ღირებული - კუპრაძე ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციაზე

25.06.24 11:33
ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი და ღირებული - კუპრაძე ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციაზე

ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი და ღირებული - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას.

კუპრაძე ხსნის, რომ ეს დოკუმენტი არ ასახავს ერთიანი სიის მხარდაჭერას.

მისი თქმით, ეს დოკუმენტი გულისხმობს რამდენიმე პუნქტის მხარდაჭერას, "რომელიც არის სრულიად სწორი, სამართლებრივი და ის რაც სჭირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს".

ეს დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი და ღირებული, რამდენადაც გამოხატავს რამდენიმე პუნქტში პროდასავლური ოპოზიციის ერთიანობას. ეს არის თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება, რომ უსაგნო კრიტიკა და უსაგნო თავდასხმები არ უნდა არსებობდეს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის. მეორე - უნდა მოხდეს შეთანხმება საპრეზიდენტო კანდიდატზე. ეს სამომავლო შეთანხმების საკითხია, მაგრამ უნდა იყოს შეთანხმებული კანდიდატი. მესამე - უნდა არსებობდეს კონკეტული ბოლო ვადა, დედლაინი, რომ გაჟღერდეს ოპოზიციური პარტიების სტრატეგია. ეს იქნება ინდივიდუალური და კოლექტიური ვიღაცებისთვის. ეს დოკუმენტი არ ასახავს ერთიანი სიის მხარდაჭერას, არამედ ასახავს, ძალიან მარტივი, გასაგები, რამდენიმე პუნქტის მხარდაჭერას, რომელიც არის სრულიად სწორი, სამართლებრივი და ის რაც სჭირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია - გადამწყვეტი არჩვნების წინ პოლიტიკური პარტიები თანხმებიან, რომ მხარს დაუჭერენ  საერთო საპრეზიდენტო კანიდატს და შეწყვეტენ თავდასხმებს ერთმანეთის მიმართ.

დოკუმენტს 6 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, ოპოზიციის თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.