სახელგატეხილი, ნდობადაკრგული და შერცხვენილი - არმაზ ახვლედიანი "ოცნებაზე"

25.06.24 11:33
სახელგატეხილი, ნდობადაკრგული და შერცხვენილი - არმაზ ახვლედიანი "ოცნებაზე"

ასე სახელგატეხილი საქართველოს მთავრობა არასდროს ყოფილა დასავლეთში, - ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი ჯოზეფ ბორელის გუშინდელი განცხადების შემდეგ საუბრობს. მისი თქმით, ცხადია, რომ დასავლეთი ყველა უმკაცრესი სანქციისთვის არის მზად. 

ასე სახელგატეხილი საქართველოს მთავრობა არასდროს ყოფილა დასავლეთში. ამას სახელგატეხილობაც არ ჰქვია, შერცხვენილი და სრულად ნდობადაკარგული. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ დასავლეთი მზად არის ყველა სახის უმკაცრესი სანქციისთვის, - ამბობს არმაზ ახვლედიანი.

ბრიუსელი საქრთველოსთან ოფიციალური ურთიერთობების დაპაუზებას იწყებს. ეს გადაწყვეტილება მიიღო 26 ქვეყნის საგარეო საქმეთა  ინისტრმა ლუქსემბურგის შეხვედრაზე. საგანეგებო ბრიფინგზე გუშინ ევროკომისარმა ბორელმა ქართველ ხალხსაც მიმართა და პირდაპირი თქვა, რომ ტყუილია, როდესაც მათ ეუბნებიან, რომ რუსული კანონი გაწევრიანების შანსებს ზრდის.