"ოცნების“ რეჟიმის პირობებში საქართველოს აღარ უწერია ევროპული კავშირისკენ სვლა - ალექსი პეტრიაშვილი
"ოცნების“ რეჟიმის პირობებში საქართველოს აღარ უწერია ევროპული კავშირისკენ სვლა, - ამის შესახებ ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი საუბრობს. საქმე ეხება ჯოზეფ ბორელის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუანონსა.
იქნება ეს საკრედიტო ხაზების ფუნქციონირების გადახედვა, იქნება ეს ახმარების გაყინვა, მაღალი დონის შეხვედრების შეწყვეტა, დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა და ა.შ., ეს იქნება, რეალურად, ძალიან მკაფიო გზავნილი ჩვენი ქვეყნის დანარჩენი მოქალაქეებისთვის, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში საქართველოს აღარ უწერია ევროპული კავშირისკენ სვლა, - ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.
ბრიუსელი საქრთველოსთან ოფიციალური ურთიერთობების დაპაუზებას იწყებს. ეს გადაწყვეტილება მიიღო 26 ქვეყნის საგარეო საქმეთა ინისტრმა ლუქსემბურგის შეხვედრაზე. საგანეგებო ბრიფინგზე გუშინ ევროკომისარმა ბორელმა ქართველ ხალხსაც მიმართა და პირდაპირი თქვა, რომ ტყუილია, როდესაც მათ ეუბნებიან, რომ რუსული კანონი გაწევრიანების შანსებს ზრდის.