საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები - მდინარაძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" ცესკოს მიტაცების მცდელობა არ აქვს

25.06.24 11:55
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები - მდინარაძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" ცესკოს მიტაცების მცდელობა არ აქვს

"ქართული ოცნება" საარჩევნო ცვლილებებთან აკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას ცესკოს მიტაცების მცდლობა არ აქვს და ცვლილებები მხლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ ოპოზიციას საბოტაჟის საშუალება არ მიეცეს.  

ჩვენ დავძლევთ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებთან დაკავშირებით დაადო ჩვენს მიერ მიღებულ კანონს. სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ალაგებული ამ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ თითქოს ერთპარტიულია ცესკოს შემადგენლობა. მათ, უბრალოდ, უნდოდათ, რომ პარტიულ წარმომადგენლებს დაებლოკათ გადაწყვეტილებები. ამის საშუალების  არმიცემაზეა საუბარი. იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ კანონში ავსახეთ 2/3-ით მიირება ამ შემტხვევაში გადაწყვეტილებები, რაც კანონაშია ასახული და შემდეგ თუ 2/3-ით ვერ მიიღებს ცეკოს შემადგენლობა გადაწყვეტილებას, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს,რ ომ შემდეგ ჩვეულებრივი უმრავლესობით უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბალოდ, საბოტაჟის საშუალება ექნებოდათ პარტიულ წევრებს, - ამბობს მდინარაძე.

"ოცნება" პრეზიდენტის რიგით მეცხრე და ბოლო ვეტოს დასაძლევად ემზადება. დღეს ოლიგარქის გუნდი  საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს და ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც აწყობს.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებს ჩაატარებს სარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც სრულ მორჩილებაში ეყოლება ოლიგარქის რეჟიმს.