ცვლილებები ცესკოში - "ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურას, სავარაუდოდ, დღეს დაიწყებს
საარჩევნო კოდქსში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით ვეტოს დაძლევის პროცედურა პარალამენტში, სავარუდოდ, დღეს დაიწყება. სესია საკონმდებლო ორგანოში 12:00 საათზე დაანონსებული. მმართველი პარტიას პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად მობილიზება აქვს გამოცხადებული.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას ცესკოს მიტაცება უნდა, თუმცა ეს მათ გამარჯვებას ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს. ხატია დეკანოიძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცესშ მოქალაქეების ცართულობა და მათი ნებაა.
„ქართულ ოცნებას“, მე ვფიქრობ, აქვს მოლოდინი, რომ რაც უფრო მოგუდავს ცესკოს, შეიძლება ოდნავ მეტი ხმა აიღოს. ამ დროს ეს ხომ ამაზე დამოკიდებული არ არის?რაც არ უნდა ერთპარტიული იყოს ცესკო, პირველი - არჩევნებს სჭირდება აღიარება. საქართველოს მოქალაქეების აქტიურობაზე, ჩვენი მოქალაქეების ჩართულობაზე და ჩვენი მოქალაქეების ნებაზეა დამოკიდებული საქართველოს საპარლამენტო არცევნების შედეგები, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
ამასვე საუბრობს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია. მისი თქმით, "ოცნების" გადაწყვეტილება, ცესკოში გადაწყვეტილებები ერთპარტიულად მიიღოს, უწყების მიტაცების მცდელობაზე მიუთითებს.
მაშინ, როდესაც „ქართულ ოცნებას“ ეშინია ცესკოში ოპოზიციის წევრებთან შეთანხმების მიღწევა,კონსესუსის შექმნა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ უნდათ ერთპარტიულად ძალაუფლების მითვისება და აფჩევნების პროცესშ გადაწყვეტილებები მხოლოდ რომ უმრავლესობამ მიიღოს. შესაბამისად, როდესაც მდინაარძე ამტკიცებს, რომ ერთპარტიული არ არის, მაშინ რატომ შემოიტანეს მათ ცვლილებები, სადაც ერთპარტიულად უნათ გადაწყვეტილებების მიღება უმრავლესობით და არა ოპოზიციუირ წევრების მონაწილეობით. ამაზე პასუი ალბათ არ არის, - ამბობს აქუბარდია.
"ოცნება" პრეზიდენტის რიგით მეცხრე და ბოლო ვეტოს დასაძლევად ემზადება. დღეს ოლიგარქის გუნდი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს და ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც აწყობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებს ჩაატარებს სარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც სრულ მორჩილებაში ეყოლება ოლიგარქის რეჟიმს.