ჯონ ბასის განცხადება პირველ რიგში ეხმიანება იმას, რომ ის პროგრესი, რაც ჰქონდა საქართველოს, ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონის რეინიცირების შემდეგ აბსოლუტურად დაუკარგა - ფარულავა

25.06.24 12:36
ჯონ ბასის განცხადება პირველ რიგში ეხმიანება იმას, რომ ის პროგრესი, რაც ჰქონდა საქართველოს, ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონის რეინიცირების შემდეგ აბსოლუტურად დაუკარგა - ფარულავა

“ჯონ ბასის განცხადება პირველ რიგში ეხმიანება იმას, რომ ის პროგრესი, რაც ჰქონდა საქართველოს, ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონის რეინიცირების შემდეგ აბსოლუტურად დაუკარგა.” - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

“ჯონ ბასის განცხადება პირველ რიგში ეხმიანება იმას, რომ ის პროგრესი, რაც ჰქონდა საქართველოს, აბსოლუტურად დაკარგა იმის გალო, რომ ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონის რეინიცირება მოახდინა, ამიტომ ახლა საჭიროა დეოლიგარქიზაცია, დებიძინიზაცია, დერუსეთიზაცია იმისთვის, რომ გააგრძელოს საქართველომ ევროინტეგრაცია და ამისთვის საჭიროა რეფორმები, დემოკრატიული ძალების გამარჯვება და შემდგომი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ საქართველომ მიაღწიოს იმ პროგრესს, რომელიც ფაქტობრივად გამოგვაცალა ივანიშვილის პარტიამ.” - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ბასმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ქართველი ერის მისწრაფებები "ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია".