საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია - ცაჰკნა

25.06.24 12:55
საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია - ცაჰკნა

საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგში, ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

მარგუს ცაჰკნას თქმით, "ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ მთავრობა ცუდი მიმართულებით მიდის". 

უმნიშვნელოვანასი დღეა, ვიწყებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან. ეს ისტორიული მომენტია ჩვენთვის. გუშინ ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა საბჭოში.  სამწუხაროდ, საქართველო სხვა გზისკენ იხრება. გუშინ განვიხილეთ საქართველოს სიტუაციაც და მე, ერთი მხრივ, დამწუხრებული ვარ და მეორე მხრივ, არც ისე, რადგან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ასევე, იქნება გადაწყვეტილებები დაფინანსების შეჩერების შესახებ, შენგენის ზონაში  დიპლომატიური პასპორტის მქონე პირების დაშვების შეზღუდვაზე და სხვა მრავალი ტიპის სანქციებია. ძალიან ვწუხვარ საქართველოზე, რადგან ქართველ ხალხს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ მთავრობა ცუდი მიმართულებით მიდის", - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ  ლუქსემბურგში, ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომის დაწყებამდე.