ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად და საქართველოს EU-ში გასაწევრიანებლად, მეტი ერთიანობაა საჭირო - ჩიხლაძე

25.06.24 13:09
ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად და საქართველოს EU-ში გასაწევრიანებლად, მეტი ერთიანობაა საჭირო - ჩიხლაძე

ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად და საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მეტი ერთიანობაა საჭირო, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ოპოზიციამ უკვე მაოწერა "ქართულ ქარტიას",  რომელიც პარტიების ერთმანეთში მეტ ინტეგრაციას გულისხმობს და რომლის მიზანიც "ოცნების" რეჟიმზე გამარჯვებაა. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოქალაქეები მობილიზაციაც, რომელსაც სწორედ ეს ინტერპარტიული დოკუმენტი ემსახურება.  

ოპოზიციის ერთიანობის პირველი ნაბიჯი ჩვენ ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტის ქარტიას მოვაწერეთ ხელი. ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, უფრო მეტ ინტეგრაციას პარტიების, რათა მიღწეული იყოს უფრო დიდი მიზანი, ეს არის ივანიშვილის დამარცხება და მეორე, ეს არის საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება. 
ამისთვის საჭიროა ერთიანობა და სწორი ფორმატის წარდგენა მოხდება 8 ივლისამდე, რათა დამაჯერებლად მოხდეს რეჟიმზე გამარჯვება, ამისთვის საჭიროა ერთიანი კოალიციური ხედვა და კოალიციური ხელისუფლება, რომელიც ამ რეფორმებს სწრაფად ჩაატარებს და იმისთვის, რომ რეჟიმი დამარცხდეს, რეფორმები სწრაფად შესრულდეს, ქარტია სწრაფად შესრულდეს და ვინტეგრირდეთ ევროკავშირში, ამისთვის საჭიროა ერთიანობა, კონსოლიდაცია, ამისთვის საჭიროა მოქალაქეების მობილიზება არჩევნებზე მისვლისთვის და ამას ემსახურება ეს ინტერპარტიული დოკუმენტი, - ამბობს ერგო ჩიხლაძე.