"არსებითი სხვაობაა საკუთარ ქვეყნის გადაფარებასა და მძევლად აყვანას შორის" - დავითულიანი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ბასის განცხადებას "ოცნებაში" კრიტიკით ხვდებიან.
ბექა დავითულიანი ამბობს, ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ქვეყანა მძევლად აყვანილი კი არა ჰყავს, არამედ მასზეა გადაფარებული.
არსებითი სხვაობაა საკუთარ ქვეყნის გადაფარებასა და საკუთარ ქვეყნის მძევლად აყვანას შორის და ამ სხვაობას ან ბრმა ხარ და ვერ ხედავ, ან უბრალოდ არ გაწყობს და ამიტომ ვერ ხედავ", - ამბობს დავითულიანი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ბასმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ქართველი ერის მისწრაფებები "ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია".