ვერ დავეთანხმები! - ალუდა ღუდუშაური ჯონ ბასის განცხადებაზე

25.06.24 13:20
ვერ დავეთანხმები! - ალუდა ღუდუშაური ჯონ ბასის განცხადებაზე

"ოცნებაში" ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ ბასის განცხადებას არ ეთანხმებიან.

ბექა ოდიშარიას განცხადებით, ის, რომ ჯონ ბასი, რომელიც 2012 წლამდე აქტიურად გულშემატკივრობდა ივანიშვილს და მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას და დღეს ეს ასე არ არის, ამაში სენსაციური არაფერია. 

ის, რომ პოლიტიკურ გემოვნებას, ან მხარდაჭერის სუბიექტებს ადამიანები ცვლიან დროსა და სივრცეში, ამაში რაიმე არაბუნებრივი და არც სენსაციური არ არის. ამიტომ, არვიცი ახლა ეს რას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ერთი რამე არის ცხადი, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერავის ვერ დავეთანხმები იმ შეფასებაში, რაც გააკეთა", - ამბობს ღუდუშაური.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ბასმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ქართველი ერის მისწრაფებები "ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია".