ბადრი ჯაფარიძე -„ლელო“ და რიგი პარტიები იღებს ვალდებულებას, არჩევნებამდე ყველაფერი გააკეთოს, რომ „ოცნების“ რეჟიმი არჩევნებში დამარცხდეს

25.06.24 13:27
ბადრი ჯაფარიძე -„ლელო“ და რიგი პარტიები იღებს ვალდებულებას, არჩევნებამდე ყველაფერი გააკეთოს, რომ „ოცნების“ რეჟიმი არჩევნებში დამარცხდეს

რიგი პარტიები და „ლელო“ იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნებში დამარცხდეს - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ დეკლარაციაში ერთიანობის ქვეშ იგულისხმება არა ყველა პარტიის გაერთიანება, არამედ ერთიანი, ერთობლივი ბრძოლა ხმების მობილიზაციისთვის, ხმების დასაცავად და ერთიანობა არჩევნების შემდგომ კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში.

ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის მიერ დაორგანიზდა ქართული ოპოზიციური პარტიების შეკრება ბრიუსელში. ამ შეკრების მიზანი იყო ევროპარლამენტარებთან ერთად განხილულიყო ის გეგმები, რაც ქართულ,დასავლურ,ეროვნულ ოპოზიციას გააჩნია არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ. ძალიან საინტერესო და პროდუქტიული ორდღიანი შეხვედრა შედგა, რაც დასრულდა საერთო რეზოლუციის დოკუმენტის მიღებით. (იხ.კომენტარებში)

რიგი პარტიები და “ლელო” იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი არჩევნებში დამარცხდეს და ასევე იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნების შემდეგ სწრაფად შეიქმნას კოალიციური მთავრობა.

ევროპარლამენტი დაინტერესებულია, რომ საქართველოში განხორციელდეს დემოკრატიული რეფორმები,დემოკრატიული ცვლილებები, იმისათვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას რაც შეიძლება სწრაფად და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ “ოცნების ხელისუფლების” ცვლილების გზით.

ბრიუსელში ხელმოწერილ დეკლარაციაში ერთიანობის ქვეშ იგულისხმება არა ყველა პარტიის გაერთიანება, არამედ ერთიანი, ერთობლივი ბრძოლა ხმების მობილიზაციისთვის, ხმების დასაცავად და ერთიანობა არჩევნების შემდგომ კოალიციური მთავრობის შექმნის პროცესში", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე 

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია - გადამწყვეტი არჩვნების წინ პოლიტიკური პარტიები თანხმებიან, რომ მხარს დაუჭერენ  საერთო საპრეზიდენტო კანიდატს და შეწყვეტენ თავდასხმებს ერთმანეთის მიმართ.

დოკუმენტს 6 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, ოპოზიციის თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.