საქართველოში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება მოსახლობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, საპასუხოდ EU გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს - ელჩი
ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური შეფასება არის ის, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, საპასუხოდ ევროკავშირი გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს - ამის შესახებ ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მელინე არაკელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კვლავ დააკვირდება და ვითარების გაუარესების შემთხვევაში, დამატებით ზომებს მიიღებენ.
ამასთან, მელინე არაკელიანი ამბობს, რომ ევროკავშირო გაზრდის დახმარებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი და მის გარშემო განვითარებული ყველა სხვა ნეგატიური მოვლენა, საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან. მიუხედავად საქართველოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები საპირისპირო განცხადებებისა.
უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევ გამოხატა სინანული, რომ არსებობს ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მის ღირებულებების შესახებ, რომელიც სახევე სამწუხაროდ ოფიციალური პირებისგან მოდის.
ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური შეფასება არის ის, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, და საპასუხოდ ევროკავშირი გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს, ეს მოიცავს საქართველოსთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას.
ასევე საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებას, და ასევე ევროპის სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს მხარდაჭერის გადახედვას. ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზე რჩება და მინისტრები შეთანხმდნენ, ვითარება ყურადღებით დააკვირდნენ და მიიღონ დამატებით ზომები ვითარების შემდგომი გაუარესებს შემთხვევაში.
ამავდროულად ევროკავშირო გაზრდის დახმარებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის. დისკუსია გაგრძელდება ევროკავშირო ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე ამ კვირაში"- თქვა მან.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერს ტყუილში ამხელს. ამის შესახებ მან ლუქსმებურგში საგარეო საქმეტა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ კობახიძის განაცხადება, რომელმაც თქვა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევრკავშირთან აახლოებს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება მოძრაობის კურსს არ შეცვლის, ქვეყანა ევროკავშირშ ინტეგრფაციის გზას ვერ დაუბრუნდება.