გადამწყვეტი არჩევნები, მიტაცებული ცესკო და "ოცნების" ძალადობრივი კამპანია - ISFED-მა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა
გადამწყვეტი არჩევნები, მიტაცებული ცესკო და "ოცნების" ძალადობრივი კამპანია - წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი შედეგები მედიას დღეს არასამთავრობო სექტორმა გაუზიარა. ქვეყნის მასშტაბით 73 ოლქში მონიტორინგი 1 ივნისიდან დაიწყო.
მესამე სექტორი ამბობს, რომ "ოცნებას" ამომრჩევლის მოტყუების და მოსყიდვის კამპანია დაწყებული აქვს, წინასაარჩევნო გარემოს კი "ოცნების" მიერ მიღებული რუსული კანონი მნიშვნელოვნად აზიანებს.
საარჩევნო პერიოდი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს მსოახლეობის ნების საწინაღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღებამ, იმიტომ, რომ ეს კანონი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. არჩევნებზე გავლენას იქონიებს ის, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ს ხელისუფლების მიერ დასანქცირდნენ. გამოწვევად რჩება საქართელოს კონტექსტისთვის ის 5%-იანი ბარიერი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა შეთანხმება და ადიწყო საკონსტიტუციო ცვლილებები ამასთან დაკავშირებით, ბარიერის დაწევა არ მოხდა. ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყო, რომ საქართველოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები მარალი ქვორუმით ან 2/3-ით აირჩიოს, თუმცა მიუხედავად ამ რეკომენდაციებისა, არაერთხელ გაუარესდა ცესკოს დაკომპლექტების წესი, - ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.