ზურაბიშვილი ნავში ჩაუჯდა იმ ადამიანებს, რომლებიც მას აგინებდნენ - ოდიშარია

25.06.24 13:50
ზურაბიშვილი ნავში ჩაუჯდა იმ ადამიანებს, რომლებიც მას აგინებდნენ - ოდიშარია

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციამ "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა. ბექა ოდიშარია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი "შეურიგდა და ნავში ჩაუჯდა იმ ადამიანებს, რომლებიც მას აგინებდნენ".

სალომე ზურაბიშვილი არის მათი ლიდერი - ამბობს ოდიშარია.

სულ ერთია, "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" სად მოაწერს ხელს, ვინმეს მეთვალყირეობის ქვეშ ბრიუსელში, თუ აქ, ქართველი ხალხის თანდასწრებით.  სალომე ზურაბიშვილი არის მათი ლიდერი. შეურიგდა და ჩაუჯდა ნავში ადამიანებს, რომლებიც ისეთი სიტყვებით აგინებდნენ მას, როგორადაც ქუჩაში არ მოიხსენიებს ერთი უკანასკნელი ბომჟი მეორეს", - განაცხადა ბექა ოდიშარია.

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია - გადამწყვეტი არჩვნების წინ პოლიტიკური პარტიები თანხმებიან, რომ მხარს დაუჭერენ  საერთო საპრეზიდენტო კანიდატს და შეწყვეტენ თავდასხმებს ერთმანეთის მიმართ.

დოკუმენტს 6 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, ოპოზიციის თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.