ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება, ჯერჯერობით არსად გაჟღერებულა - დავითულიანი

25.06.24 14:10
ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება, ჯერჯერობით არსად გაჟღერებულა - დავითულიანი

"ოცნება" ირწმუნება, რომ მათი პრეზიდენტობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება. ოლიგარქის გუნდში ამბობენ, რომ ჯერ წინ საპარლამენტო არჩევნებია და პრეზიდენტზე ფიქრი ნაადრევია.

"ქართულ ოცნებას" როდესაც დაუდგება დღის წესრიგში საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, პრეზიდენტობის კანდიდატად ჯერჯერობით საერთოდ არ განვიხილავთ ვინ იქნება, თუმცა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა არ გაჟღერებულა არსად", - განაცხადა დავითულიანმა.

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია - გადამწყვეტი არჩვნების წინ პოლიტიკური პარტიები თანხმებიან, რომ მხარს დაუჭერენ  საერთო საპრეზიდენტო კანიდატს და შეწყვეტენ თავდასხმებს ერთმანეთის მიმართ.

დოკუმენტს 6 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, ოპოზიციის თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.