თუ ზურაბიშვილი იქნება მათი [ოპოზიციის] საპრეზიდენტო კანდიდატი, მით უფრო მალე დაიშლებიან - ხაბარელი
თუ ზურაბიშვილი იქნება მათი [ოპოზიციის] საპრეზიდენტო კანდიდატი, მით უფრო მალე დაიშლებიან - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა შოთა ხაბარელმა განაცხადა.
ხაბარელი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იყოს.
ესენი ერთ დღეს იშლებიან, მეორე დღეს ერთიანდებიან. ფაქტობრივად ნულია მაგათი ფასი. თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი, მით უფრო უკეთესი მათთვის, უფრო მალე დაიშლებიან
გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი", - ამბობს ხაბარელი.
ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია - გადამწყვეტი არჩვნების წინ პოლიტიკური პარტიები თანხმებიან, რომ მხარს დაუჭერენ საერთო საპრეზიდენტო კანიდატს და შეწყვეტენ თავდასხმებს ერთმანეთის მიმართ.
დოკუმენტს 6 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.
ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, ოპოზიციის თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.