ბასის განცხადება ნიშნავს, რომ შტატებს პრაქტიკულად "ოცნებასთან" ყველანაირი სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვეტილი აქვს - დეკანოიძე
"ევროოპტიმისტების" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ჯონ ბასის განცხადება ნიშნავს, რომ შტატებს პრაქტიკულად "ოცნებასთან" ყველანაირი სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვეტილი აქვს.
დეკანოიძე ამბობს, რომ არის საფრთხე, რომ შტატებმა საქართველოსთან პარტნიორობას სერიოზულად გადახედოს და რომ ამ მოლოდინს ბასის განცხადებაც ამყარებს.
საქართველოს ძალიან კარგად მცოდნეები, ექსპერტები, როგორიცაა ბასი, რომელიც საქართველოში მუშაობდა, თვლიან, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელმაც მძევლად აიყვანა ჩვენი ქვეყანა, ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად, შტატებს შეწყვეტილი აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან ყველანაირი სტრატეგიული პარტნიორობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლებელია ძალიან სერიოზულად გადახედოს საქართველოსთან პარტნიორობას, რაც საფრთხის ქვეშ აგდებს საქართველოს გეოსტრატეგიულ ვითარებას. საქართველო რჩება მარტო სტრატეგიული პარტნიორების გარეშე, რუსეთთან და ჩინეთთან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ბასმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ქართველი ერის მისწრაფებები "ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია".