სააკაშვილის პატიმრობა შურისძიებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების ცხადი და მკაფიო მაგალითია იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა - თინა ბოკუჩავა

25.06.24 14:32
სააკაშვილის პატიმრობა შურისძიებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების ცხადი და მკაფიო მაგალითია იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა - თინა ბოკუჩავა

„ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა შურისძიებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების ცხადი და მკაფიო მაგალითია იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა. ამით ირღვევა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ევროპული სტანდარტი.“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ EPP-ის პოლიტიკურ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ბოკუჩავამ  EPP-ს მოუწოდა თვალი ადევნონს წინასაარჩევნო გარემოს: 

„დღეს ჩემი პირველი გამოსვლაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის რანგში. წინა თავმჯდომარეს გადადგომა მოუწია იმ ტრავმების გამო, რომელიც მიიღო მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ძალადობის დროს. საზოგადოების პროტესტი გამოიწვია „უცხოური აგენტების“ შესახებ კრემლისეული კანონის ინიცირებამ. ამ კანონის შესახებ ევროპელმა ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ კანონი წარმოადგენს წინაღობას საქართველოს ევრო-ატლანტიკური განვითარების გზაზე. ქართველმა ხალხმა გამოხატა მკაფიო პროტესტი, მათ შორის ქუჩაში.

სიამაყით წარმოვადგენ საქართველოს და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მსურს მივულოცო ევროპის სახალხო პარტიას უზარმაზარი შედეგი ევროპარლამენტის არჩევნებში. ერთად უფრო ძლიერები ვართ და საქართველო უფრო ძლიერი იქნება, როგორც ევროკავშირის წევრი. მოხარულები ვართ, რომ საგარეო მინისტრების შეხვედრაზე ლუქსემბურგში კვლავ გაცხადდა, რომ ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის და ქართველი ხალხი იმსახურებს თვის ადგილს ევროპაში. მაგრამ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის მთავრობა, რომელსაც მილიარდერი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს. 

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ყოფილი პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი რჩება პოლიტიკურ პატიმრად. მის წინააღმდეგ წაყენებულია პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები. მისი პატიმრობა შურისძიებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისათვის გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების ცხადი და მკაფიო მაგალითია იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა. ამით ირღვევა კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ევროპული სტანდარტი. 

მოგიწოდებთ ყველას, თვალი ადევნოთ საქართველოს, სადაც მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება 26 ოქტომბერს. იმედი გვაქვს, რომ ბევრი თქვენგანი, სხვადასხვა ფორმატით - იქნება ეს ეუთო/ოდირის თუ სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეების დელეგაციები - ჩაერთვებით სადამკვირვებლო მისიებში, რათა ხალხის ნება, შენარჩუნდეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი, ერთად დავიცვათ. 

დიდი მადლობა ყურადღებისთვის.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.