GWP: წყალმომარაგება სრულად აღდგა

25.06.24 14:36
GWP: წყალმომარაგება სრულად აღდგა

წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. 

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა" - ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი.

შეგახსენებთ, ცენტრალური მაგისტრალურ მილსადენზე დაზიანების გამო, 16 ივნისიდან თბილისის ნაწილს და მცხეთას წყალი არ მიეწოდებოდა.