უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა - გიორგი ვაშაძე ერთიანობის დეკლარაციაზე

25.06.24 14:54
უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა - გიორგი ვაშაძე ერთიანობის დეკლარაციაზე

უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას.

მისივე თქმით, მთავარი სამიზნე იქნება „საქართველოს რუსული ივანიშვილისეული რეჟიმისგან განთავისუფლება“.

ვაშაძე დარწმუნებულია, ერთიანი ძალებით, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე ოპოზიცია დიდ გამარჯვებას მოიპოვებს.

„უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა ერთობლივად. პირველი: ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არცერთი ხმა 5%-ს ქვემოთ არ დაიკარგოს. მეორე: 8 ივლისამდე საბოლოო კონფიგურაციებზე ჩამოვყალიბდებით ოპოზიციურ ფლანგზე. მესამე: ყველაფერს გავაკეთებთ ხმის დაცვისთვის, ემიგრანტების მონაწილეობისთვის. აქ ორგანიზებულად ვიმუშავებთ. მეოთხე: ერთმანეთს თავს არ დავესხმებით, მთავარი სამიზნე იქნება საქართველოს რუსული ივანიშვილისეული რეჟიმისგან განთავისუფლება. მეხუთე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

აქ, ჩვენს გვერდით არიან ევროპელი პარტნიორები, რომლებიც ამ დისკუსიებში იღებდნენ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ“,-აღნიშნა ვაშაძემ.

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია - გადამწყვეტი არჩვნების წინ პოლიტიკური პარტიები თანხმებიან, რომ მხარს დაუჭერენ  საერთო საპრეზიდენტო კანიდატს და შეწყვეტენ თავდასხმებს ერთმანეთის მიმართ.

დოკუმენტს 6 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, ოპოზიციის თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.