ვიმედოვნებ, საქართველოს ოპოზიცია გააგრძელებს ერთიანობისკენ სვლას მნიშვნელოვანი არჩევნების წინ - ბოკუჩავა EPP-ს პოლიტიკურ საბჭოზე
ვიმედოვნებ რომ საქართველოს ოპოზიცია გააგრძელებს ერთიანობისკენ სვლას მნიშვნელოვანი არჩევნების წინ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოზე მეორედ სიტყვით გამოსვლის დროს აგანაცხადა.
თინა ბოკუჩავამ მადლობა გადაუხადა ევროპის სახალხო პარტიას, პრეზიდენტს, ანრდიუს კუბილიუსს და მარიამ ლექსმანს, იმ
მოლაპარაკებების გამართვის გამო, რომელმაც ერთიბის დეკლარაციის მიღების შესაძლებლობა მისცა პოლიტიკურ ჯგუფებს.
მისი განცხადებით, ერთობის დეკლარაცია არჩევნების წინ გაერთიანების ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რათა დამარცხდეს "ღიად ანტიდასავლური, ანტიევროპულ და ღიად პრორუსული მთავრობა".
„ბატონო პრეზიდენტო დიდი მადლობა,
მსურს მადლობა გადავუხადო ანდრიუს კუბილიუსს და მირიამ ლექსმანს და ზოგადად ევროპის სახალხო პარტიას, საქართველოს პროევროპულ და დემოკრატიულ ოპოზიციას შორის ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგის გამართვისთვის.
როგორც ბატონმა გალერმა მართებულად აღნიშნა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ რისკები ძალიან მაღალია, რადგან წყდება საქართველოს ევროპული მომავლის ბედი, რაც საჭიროებს დაცვას. ამიტომ, ეს მოლაპარაკებები იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და მსურს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ევროპის სახალხო პარტიის სათაო ოფისს, იმ დიდი შრომისთვის, რაც გალინამ და პატრიკმა გასწიეს ყველას ერთად შეკრებისთვის, რათა გვქონოდა პროდუქტიული და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებები, რომელმაც ერთობის დეკლარაციის მიღების შესაძლებლობა მოგვცა.
ეს არჩევნების წინ გაერთიანების ხელსაყრელ პირობებს ქმნის, რათა დავამარცხოთ ღიად ანტიდასავლური, ანტიევროპული და ღიად პრორუსული მთავრობა და ვუპასუხოთ ქართველი ხალხის ნებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებს, სათაო ოფისს და ასევე, კონრად ადენაუერის ფონდს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის ფასილიტაციისთვის.
ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ოპოზიცია გააგრძელებს ერთიანობისკენ სხვლას მნიშვნელოვანი არჩევნების წინ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია - გადამწყვეტი არჩვნების წინ პოლიტიკური პარტიები თანხმებიან, რომ მხარს დაუჭერენ საერთო საპრეზიდენტო კანიდატს და შეწყვეტენ თავდასხმებს ერთმანეთის მიმართ.
დოკუმენტს 6 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.
ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, ოპოზიციის თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.