8 ივლისამდე უნდა მივიღოთ სწორი კონფიგურაცია, რითაც წარვდგებით ამომრჩეველთან - ნიკა გვარამია

25.06.24 15:15
8 ივლისამდე უნდა მივიღოთ სწორი კონფიგურაცია, რითაც წარვდგებით ამომრჩეველთან - ნიკა გვარამია

ეს არის განაცხადი, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ივანიშვილს მთავრობის შექმნაში - ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა.

გვარამიას თქმით, ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პასუხისმგებლობით და რაციონალურად და არა პირად ინტერესებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით. 

ბევრი საკითხი არის შეთანხმებული ამ დოკუმენტით, მაგრამ მთავარი მაინც არის ორი. პირველი ის, რომ 8 ივლისამდე ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სწორ კონფიგურაციაზე, რომლითაც წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე და ეს არ არის აუცილებლად ერთიანი სია. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ პასუხისმგებლობით და რაციონალურად და არა პირად ინტერესებსა და მოსაზრებებზე დაყრდნობით და მეორე, ეს არის განაცხადი იმისა, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში, იქნება ეს ხმის მიცემა "ოცნების" მთავრობისთვის თუ მონაწილეობა "ოცნების" მთავრობაში", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია - გადამწყვეტი არჩვნების წინ პოლიტიკური პარტიები თანხმებიან, რომ მხარს დაუჭერენ  საერთო საპრეზიდენტო კანიდატს და შეწყვეტენ თავდასხმებს ერთმანეთის მიმართ.

დოკუმენტს 6 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, ოპოზიციის თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.