სანქციებს არ ველოდები, გვაბრალებენ - მდინარაძე
"ქართული ოცნება" თავდასხმიდან თავდაცვაზე გადადის. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლების დასანქცირება უსამართლობაა, რადგან ისინი ქვეყნის ინტეერსებს იცავენ.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ სანქციებს არ ელოდება, რადგან ყველა ბრალდება, რომელიც ხელისუფლების მისამართით ისმის, უსაფუძვლოა.
წარმოუდგენელია, რომ ბრალი დაედოს საქართველოს იმაში, რაც მას არ ჩაუდენია. პირიქით, ხომ ნახეთ გუშინდელი რეიტინგები, დღევანდელი რეიტინგები, ყოველდღე ვრცელდება ობიექტური რეიტინგები, სადაც დემოკრატიის ყველა პარამეტრის მიხედვით საქართველო წინ მიიწევს და ამ დროს დაბრალებული ამბის მიხედვით საქართველო მიდის უკან. სანქციებს არ ველოდები. წარმოუდგენელია, რომ საბოლოოდ, დაბრალებული ამბის გამო სანქცირება მოხდეს ჩვენი ქვეყნის. უდანაშუალო მარალჩინოსანს იმიტომ, რომ მან თავისი ქვეყნისთვის რაღაც გააკეთა, ჩვენ არ ველოდებით საქართველოს ან რომელიმე მაღალჩინოსნის დასჯას, - ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს შემდეგ "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის გამო პერსონალური სანქციები უკვე ევროკავშირიდანაც დაუანონსეს.