დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რეალობას თვალს გაუსწორებენ - ღუდუშაური

25.06.24 15:18
დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რეალობას თვალს გაუსწორებენ - ღუდუშაური

 დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები რეალობას თვალს გაუსწორებენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური საუბრობს. მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ საქართველო დასავლეთისგან სანქციებს არ იმსახურებს და ქართველი ხალხის უმრავლესობა სტრატეგიული პარტნიორებისგან სამართლიანობას ითხოვს. 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გაუსწორებენ თვალს იმ რეალობას, რომ ქართველი ხალხი, მისი აბსოლუტური უმრავლესობა, ითხოვს ერთადერთ რამეს: არ იყოს ორმაგი სტანდარტი, იყოს სამართლიანი მიდგომა და ვითხოვთ რას? თანსწორთა შორის თანასწორ ყოფნას და ვითხოვთ ბატონი ბორელისგან და სხვებისგან სამართლიან მოპყრობას და სამართლიან დამოკიდებულებას, - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს შემდეგ "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის გამო პერსონალური სანქციები უკვე ევროკავშირიდანაც დაუანონსეს.