ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ფაქტობრივად, კეთროვანი გახდა - ანა ნაცვლიშვილი
ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე კეთროვანი გახდა , - ამის შესახებ "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრისთვის გაუგებარია, როგორ მოახერხებს დასანქცირებული ხელისუფლება ქვეყანა ევროკავშირში შეიყვანოს.
ამაზე უფრო მკაფიო პოზიცია ევროკავშირს, უბრალოდ, შეუძლებელი ჰქონდეს. ისინი ღიად ამბობენ, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან შეუძლებელია პარტნიორული ურთიერთობა. ისმის კითხვა, ხელისუფლება, რომელიც, ფაქტობროივად, კეთროვანი გახდა საერთაშორისო ასპარეზზე, როგორ შეძლებს საქართველოს წარმოჩენას და საქართველოს ინტერესების დაცვას ამავე ასპარეზზე? ხელისუფლება, რომელსაც ევროავშირი და აშშ ასანქცირებენ და ევროკავშირის სანქციებიც მალე იქნება, როგორ შეძლებს, ქვეყანა შეიყვანოს გაერთიანებაში?, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს შემდეგ "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის გამო პერსონალური სანქციები უკვე ევროკავშირიდანაც დაუანონსეს.