"ოცნება" ევროკავშირში, ფაქტობრივად, პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული - აქუბარდია

25.06.24 15:29
"ოცნება" ევროკავშირში, ფაქტობრივად, პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული - აქუბარდია

"ოცნება" ევროკავშირში, ფაქტობრივად, პეროსნა ნონ გრატად არის გამოცხადებული , - ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ის ფაქტი, რომ კობახიძე საკუთარ ხალხს ატყუებს, გუშინ ბორელმაც დაადასტურა, რომელმაც ღიად თქვა, რომ რუსული კანონი საქართელოს ევროკავშირს აშორებს.  

დეზინფორმაცია, რომ თითქოს ახლა უფრო ახლოს არიან ევროპასთან, ვიდრე ოდესმე, ამაზე ღია პასუხი იყო ბორელის მხრიდან, რომ საქართველო დაშორდა ევროკავშირს და ღიად ამხილა ტყუილში ირაკლი კობახიძე. შესაბამისად, ის, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კონტაქტები დაუყოვნებლივ გადაიხედება, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, პეროსონა ნონ გტარად არის გამოცხადებული ევროკავშირში და ამაზე რომ პასუხი არ აქვს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ატყუებს საკუთარ ახლხს, ვფიქრობ, რომ ამას უკავშირდება ეს გაქცევაც, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს შემდეგ "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის გამო პერსონალური სანქციები უკვე ევროკავშირიდანაც დაუანონსეს.