ცვლილებები ცესკოში - რას წერს ვენეციის კომისია და როგორ პასუხობს კრიტიკულ დასკვნას "ოცნება"
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე ერთი დღით ადრე "ქართულ ოცნებას" ვენეციის კომისიის" უმწვავესი დასკვნა წამოეწია.
ვენეციის კომისია მწვავედ აკრიტიკებს იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც "ოცნება" არჩევნების ჩატარებას აპირებს.
ვენეციის კომისია ძალიან შეშფოთებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი არცერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა, თუნდაც ნაწილობრივ.
კომისია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.
ევროპის სამართლის ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ "ოცნება" მათ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, საარჩევნო ადმინისტრაცია ვერც დამოუკიდებელი და ვერც მიუკერძოებელი ვერ იქნება და ასეთ არჩევნებს ვერც საზოგადოების ნდობა ექნება.
ვენევიის კომისიის კიდევ ერთი მოსაზრება გენდერული კვოტების გაუქმებას ეხება. ვენეციის კომისია აცხადებს, რომ არ არსებობდა გენდერული კვოტების გაუქმების გადაუდებელი აუცილებლობა.
ასევე, ვენეციის კომისია ძალიან შეშფოთებულია, რომ ცვლილებები მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, წინასწარი საჯარო კონსულტაციებისა და საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციების გათვალისწინების გარეშე.
ვენეციის კომისია დამატებით შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებ დროში იქნა მიღებული ცვლილებები საარჩევნო კანონის ფუნდამენტური ელემენტების შესახებ.
ამ მწვავე დასკვნების მიუხედავად, "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსამართლოა.
ნაცმოძრაობის თანხმობით, იგივეა და თქვენ გინდათ, რომ ეს ჩავწეროთ, მათ შოპრის, სამწუხაროდ, ვენეციის კომისიასაც რატომღაც სიტყვა არის ძალიან ბევრმნიშვნელოვანი.რატომღაც ვენეციის კომისიასაც ამის ჩაწერა მოუნდა. მითხარით მსოფლიოში ერთი ადგილი, ერთი ქვეყანა, სადაც ერთი ხმა არის გადამწყვეტი ვინმესი ან კოლექტიური ორგანო უმრავლესობით არ ირებს მსგავს სიტუაციებში გადაწყვეტილებებს. რანაირი ამბავია ეს? რატომ უნდა გააკეთოს საქართველომ ყოველთვის ის, რასაც არავინ აკეთებს? ან საქართველომ რატომ არ უნდა გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ ქვეოპის ქვეყნები, აშშ, კანადა და ა.შ. ეს მიდგომა არის საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი და ამავდროულად არასამართლიანი, - ამბობს მდინარაძე.
ვენეციის კომისიას კომპტენეციას უწუნებს "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილიც.
შეშფოთებული ვარ ამენი უსაფუძვლო შეშფოთებებით. ვენეციის კომიაია ბოლო პერიოდშ განსაკუთრებით, გასცდა თავისი კომპეტენციის ფარგლებს. ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისია არის სამართლებრივი ხასიათის ინსტიტუცია, რომელიც სამართლებრივ დასკვნებს წერს და ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენ პოლიტიკური დაკსვნები მოვისმინეთ, - ამბობს მაჭარაშვილი.