თუ ივანიშვილმა არჩევნების მოპარვა გადაწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ ის პუტინის გზას დაადგა - ხიდაშელი

25.06.24 15:39
თუ ივანიშვილმა არჩევნების მოპარვა გადაწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ ის პუტინის გზას დაადგა - ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ჯონ ბასი საქართველოში დემოკრატიულ პროცესს უჭერდა მხარს.

ხიდაშელის თქმით, ჯონ ბასი თავის განცხადებაში გულისხმობდა, რომ ხელისუფლების დამოკიდებულებები და ინტერესები და დანარჩენი საზოგადოების იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, რომ ის, რასაც საზოგადოება ანიჭებს მნიშვნელობას და პრიორიტეტს, ხელისუფლების მხრიდან სრული იგნორირების რეჟიმში იქნება.

ხიდაშელი 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზეც საუბრობს და ხაზგასმით ამბობს, რომ "თუ ივანიშვილმა არჩევნების მოპარვა გადაწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ ის პუტინის გზას დაადგა".

ყველას სხვადასხვა ემოცია გვქონდა - "ნაცებს" ეგონათ, რომ ის ჩვენი მხარდამჭერი იყო, ჩვენ გვეგონა, რომ ის "ნაცების" მხარდამჭერი იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს უჭერდა მხარს. ის, რომ პირადად ივანიშვილისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დასავლურ ლეგიტიმაციას, ამაში ყველანი დარწმუნებულები ვართ. მას ეს არ ადარდებს. როდესაც ხელისუფალი ირჩევვს ლუკაშენკოს, ან პუტინის გზას, გასაგებია, რომ იქ მთავარია, რას იტყვის ფხენიანი და პეკინი ან მოსკოვი. სხვა დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. ჯონ ბასი როდესაც ამას ამბობდა, რომ ივანიშვილს ტყვეობაში ჰყავს ქართველი ხალხი, სწორედ ამას გულისხმობდა, რომ ხელისუფლების დამოკიდებულებები და ინტერესები და დანარჩენი საზოგადოების იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, რომ ის, რასაც საზოგადოება ანიჭებს მნიშვნელობას და პრიორიტეტს, ხელისუფლების მხრიდან სრული იგნორირების რეჟიმში იქნება. ერთ-ერთია სეთი საკითხი არის არჩევნების ლეგიტიმაცია, რომლის მოპარვაც თუ ივანიშვილმა გადაწყვიტა, აუცილებლად დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მაგრამ თუ მოპარვა გადაწყვიტა, ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ პუტინის გზას დაადგა", - განაცხადა ხიდაშელმა "პირველებთან".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ბასმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ქართველი ერის მისწრაფებები "ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია".