"ბევრი გულმხურვალე მეგობარი გვყავდა და ახლა არიან პოლიტიკურ მოუსავლეთში" - წაქაძე ბასის განცხადებაზე

25.06.24 15:49
"ბევრი გულმხურვალე მეგობარი გვყავდა და ახლა არიან პოლიტიკურ მოუსავლეთში" - წაქაძე ბასის განცხადებაზე

ბევრი გულმხურვალე მეგობარი გვყავდა და ახლა არიან პოლიტიკურ მოუსავლეთში - ამის შესახებ "ოცნების" დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ ჯონ ბასის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

წაქაძის თქმით, ჯონ ბასის ნათქვამი ვერ იქნება აქსიომა.

ძალიან ბევრი გულმხურვალე მეგობარი გვყავდა, რომლებმაც შემდეგ შეიცვალეს თავიანთი აზრი და არიან იქ, სადაც აზრი, პოლიტიკურ მოუსავლეთში სადღაც და ვერც გამოჩნდებიან პოლიტიკაში. რაც შეეხება ჯონ ბასს, თავისი აზრი აქვს ყველა. რა ვქნათ ახლა, ჯონ ბასი რომ აცხადებს, ე.ი. ჯონ ბასის ნათქვამია აქსიომა? და ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო მიდის წინ და დემოკრატია ხორციელდება ქვეყანაში, ერთი მაინც დამისახელეთ, რა აქვთ პრეტენზია", - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ბასმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ქართველი ერის მისწრაფებები "ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია".