"რახან ქოცების იმპერატორის უფლისწულია ამიტომ მოსულა?" - ელისაშვილი ფეხბურთის ფედერაციისგან განმარტებებს ითხოვს
ალეკო ელისაშვილი ფეხბურთის ფედერაციისგან განმარტებებს ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში ცოტნე ივანიშვილის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ქართველი ოლიგარქის შვილი ნაკრების მატჩის წინა შეხვედრაზე იმყოფება.
"მოქალეების" ლიდერს აინტერესებს, როგორ მიიღო მონაწილეობა ივანიშვილის ვაჟმა დახურულ ღონისძიებაზე, სადაც, როგორც წესი, მხოლოდ ნაკრების წარმომადგენლები დაიშვებიან, უცხო პირთა შესვლა კი აკრძალულია.
ფეხბურთის ფედერაციამ გაგვცეს პასუხი – შუაში რომ ბიძინას ბიჭი დგას რა უნდოდა უპრინციპულესი მატჩის წინ, ან საერთოდაც შეკრებაზე მყოფი ნაკრების მოთამაშეებთან ვიღაც უცხო პირს რა ესაქმება? ნებისმიერს შეუძლია ასე მიადგეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, გამოიყვანოს და ფოტოები გადაიღოს თუ ეს რახან ქოცების იმპერატორის უფლისწულია ამიტომ მოსულა? რამზან კადიროვის ამაზრზენ გზას ადგახართ აშკარად. ახსენით ეს ამბავი ფედერაციის ხელმძღვანელობამ!, – წერს ელისაშვილი.