ისინი არიან უმცირესობა - ყაველაშვილი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე
"ოცნების" დანაყოფი ამტკიცებს, რომ ისინი, ვინც ქუჩაში რუსულ კანონს და რეჟიმის მმართველობას აპროტესტებს საქართველოს მოსახლეობის უმცირესობაა, უმრავლესობა კი "ოცნების" ხელისუფლებას აძლევს ხმას.
ყაველაშვილი გმობს ჯონ ბასის განცხადებას.
ქუჩაში ვისაც ვხედავდით, ის არ არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ის არის უმცირესობა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ დაახლოებით 8 არჩევანი იყო ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული და უმრავლესობა მუდმივად ირჩევს ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". ე.ი. ისინი არ თვლიან ანალოგიურად, რა განცხადებებსაც ჯონ ბასი ან ვინმე კონგრესმენი აკეთებს. რას ნიშნავს მძევლად ჰყავს აყვანილი?- განაცხადა ყაველაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ბასმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ქართველი ერის მისწრაფებები "ბიძინა ივანიშვილის წყენის მძევალია".